ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს ხომ არ დაგავიწყდათ?

ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს ხომ არ დაგავიწყდათ თქვენ?“ - ამ კითხვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომიტეტის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე კრიტიკული სიტუაციის შექმნას უსაფუძვლოდ ცდილობენ.

„ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ვინმე აჩქარებს პროცესს. არანაირი ფორსირება არ ხდება. ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს ხომ არ დაგავიწყდათ თქვენ? ერთ დღეში რომ შეცვალეთ კანონპროექტი, რომელი საკომიტეტო მოსმენა ჩაატარეთ? მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. პროცესი შეჩერდა, 5 თვიანი განხილვა მიმდინარეობს და ყველა სუბიექტია ჩართული. ხელისუფლებამ დააფიქსირა ნება, რომ ეს ჩვენი პროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და გეუბნებით, რომ პლენარულ სხდომაზე იქნება ასახული და აქ ცდილობთ, თითქოს კრიტიკული სიტუაცია შექმნათ. თქვენს ცინიზმს საზღვარი ხომ აქვს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა