სოფო ვერძეული უმრავლესობას - მინიმალურ კეთილგონიერებას არ იჩენთ, ძალაუფლება ისე გამოიყენოთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები მაინც გვაგრძნობინოთ

ყველა კომიტეტი ამის შემდეგ, ამაზე უფრო მძიმე იქნება, რადგან თქვენ არ გვთავაზობთ სამართლიან თამაშის წესებს და პასუხიც იქნება შესაბამისი ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ვერძეულის თქმით, ამჟამად აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდთან არა შინაარსობრივ მხარეზე, არამედ იმ თამაშის წესებზეა უკვე, რასაც ისინი სამოქალაქო სექტორს სთავაზობენ.

„ამ დარბაზში არც დღეს და არც წინა კომიტეტზე, არ იჯდა ერთი ადამიანიც კი რომელიც გაიზიარებდა თქვენს განწყობებს და მოსაზრებებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მართლა პირველი შემთხვევაა, როცა ვერ მოახერხეთ ვინმე მაინც მოგეყვანათ, ვინც თქვენი და კლანის ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს ფორმალურად მაინც დაუჭერდა მხარს. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია პროცედურა. შინაარსზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის თამაშის წესები, რასაც თქვენ გვთავაზობთ. ხომ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თქვენ ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერთ. პარტიულ ვერტიკალში არ დარჩა არავინ, ვინც ეს პირდაპირ არ გვითხრა და სახეში არ მოგვახალა, რომ ამ პროცედურაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალაუფლება რომ გაქვთ და როცა გინდათ მაშინ რომ ჩაატარებთ კენჭისყრას და მხარს რომ დაუჭერთ ესეც ხომ ვიცით. აქ მთავარი იცით რა არის? ძალაუფლებასთან ერთად, მინიმალურ კეთილგონიერებას რომ არ იჩენთ, ეს ძალაუფლება ისე გამოიყენოთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები მაინც გვაგრძნობინოთ“, - განაცხადა ვერძეულმა.

მისივე თქმით, ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველა შემდეგი განხილვა, სადაც ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა უფრო და უფრო მძიმე იქნება.

„შინაარსზე რომ ვერ ვთანხმდებით ეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, მთავარი არის დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის არის ის, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალ ჩინჩალაძეს უვადოდ ჩაუვარდეს ხელში უზენაესი სასამართლო. ამის შემდეგ ყველა კომიტეტი, ამაზე უფრო მძიმე იქნება, რადგან თქვენ არ გვთავაზობთ, საჯარო სივრცე არ არის ისეთი, რომ ყველას აქვს მონაწილეობის, აზრის გამოხატვის და აზრის თქმის საშუალება. თან ყველაფერთან ერთად გვატყუებთ. მარტო თქვენ შეგიძლიათ ვენეციის კომისიის დასკვნის კითხვა? კონსტიტუციაზე გავიგეთ, თქვენ იცით მარტო კონსტიტუციის სწორად წაკითხვა, ყველა სხვა კანონპროექტი ყოფილა არაკონსტიტუციური ამ ქვეყანაში. ვენეციის კომისიის მოსაზრებების წაკითხვაში ჩვენი დახმარება არ გჭირდებათ, არც პოზიციების დაახლოვება არ გჭირდებათ“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა