Rzeczpospolita  - დონალდ ტრამპმა შესაძლოა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზების გაფართოება გამოაცხადოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, 1-ელ სექტემბერს პოლონეთს ვიზიტით ეწვიოს და პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ბაზების გაფართოება გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გაზეთი Rzeczpospolita დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვაშინგტონსა და ვარშავას შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამერიკელებმა პოლონელ პარტნიორებს მიანიშნეს, რომ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში მიწვევას გეგმავს ივნისის შუა რიცხვებში, რათა პოლონეთში ამერიკული ბაზების გაფართოების ბოლო დეტალები გადაწყვიტონ“, - აღნიშნავს გამოცემა Rzeczpospolita.

გამოცემის ინფორმაციით, თუ მხარეები თეთრ სახლში შეხვედრაზე სადავო საკითხებს გადაწყვეტენ, ტრამპს შეფერხებები არ ექნება ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე აშშ-ს ახალი სამხედრო ინიციატივა გამოაცხადოს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა