ანა დოლიძე - უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე მიაქანებს მოსამართლეების კანონპროექტს წინ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის კანონპროექტში უმთავრესი პრობლემაა ის, რომ იუსტიციის უმღლესი საბჭოს უმრავლესობას - 10 წევრს, რჩება სრული უფლებამოსილება, რომ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა სია წარადგინოს.

საუბარია ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის სხვა წევრების მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების შერჩევას ეხება.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ის იუსტიციის საბჭო და ის უმრავლესობაა, რომელმაც უვადოდ განამწესა გირგვლიანის მოსამართლე, გვანცა ყუფარაძის მოსამართლე, დაჩი ცაგურიას მოსამართლე, გიორგი ზერეკიძის მოსამართლე, სულხან მოლაშვილის მოსამართლე. კობახიძის კანონპროექტი ამ იუსტიციის საბჭოს, ისევ ამ უმრავლესობას ანდობს გადაწყვეტილების მიღებას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე, ამიტომ არის ეს ჩვენთვის მიუღებელი", - განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, მან და ნაზი ჯანეზაშვილმა მიმართეს ვენეციის კომისიას, ოპოზიციას და უმრავლესობას, რომ იუსტიციის საბჭოს, რომელმაც მოლაშვილის, გირგვლიანის, გვანცა ყუფარაძის, გიორგი ზერეკიძის და დაჩი ცაგურიას მოსამართლეები უვადოდ დანიშნა, დაუშვებელი იყო კვლავ მისცემოდა

უფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდენის თაობაზე.

„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შემოეთავაზებინა მექნიზმები, რომელიც უმცირესობასაც, არამოსამართლე წევრებსაც მისცემდა საშუალებას დაეფიქსირებინა საკუთარი განსხვავებული აზრი. ამ მხრივ, სხვადასხვა მექანიზმებია შემუშავებული, „ევროპული საქართველოსი", ჩვენი, მაგარამ ასევე შეიძლებოდა სხვადასხვა პოზიცია შემოეთავაზებინა ვენეციის კომისიას. სწორედ ამისი ეშინია უმრავლესობას, რომელიც დაჩქარებული წესით, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე მიაქანებს მოსამართლეების კანონპროექტს წინ",- განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა