ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის წესზე - არ შეიძლება ასე წყვეტდე საკითხებს და არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა

დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გორში მართავენ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მისი და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ემყარება პრინციპს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბოროტად არ გამოიყენოს უფლებამოსილება და პარლამენტმა საუკეთესო მოსამართლეები აირჩიოს უზენაეს სასამართლოში. დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

„ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა, ჩვენ ვატარებთ მცირე ზომის შეხვედრებს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით. ამ პატარა ფორმატის საჯარო შეხვედრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი - პოლიტიკურ სპექტრს უნდა გასცდეს სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ, როგორც თანამონაწილე ამ პროცესის. ახლა, როდესაც პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დღეს, იხილება პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი, როგორ უნდა აირჩიოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეს განსაზღვრავს, დაცული იქნება თუ არა ხვალ ჩვენი მოქალაქე, მისი სამართალი იქნება თუ არა გარანტირებული. მე მართლაც ძალიან მადლიერი ვარ როგორც ბრიტანეთის მთავრობის, საელჩოს, ასევე ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომლებიც ფინანსური მხარდამჭერები არიან ამ ფორმატის შეხვედრების, რომ ის ემოცია, მუხტი, მოსაზრებები, განწყობები, რომელიც არის მოსახლეობაში, მივიტანოთ პარლამენტში და იმ კოლეგებს, რომლებიც საკუთარი სარკმელის იქით ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ ამ განწყობებს, მათაც ვუთხრათ, რომ არ შეიძლება ასე წყვეტდე საკითხებს და არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა