ახალგაზრდა ქართველი ინოვატორები სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან

ინოვაციების სააგენტოსა და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით,ინოვატორთა კონკურსის გამარჯვებულები ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ახალგაზრდა ინოვატორები სასწავლო კურსით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრს Kilometro Rosso- ს და Città della Scienza-სა და ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტის ხელშეწყობით შექმნილ ბიზნეს ინკუბატორს Campania NewSteel-ს ეწვევიან.

მათივე ინფორმაციით, ინოვატორთა კონკურსი იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. კონკურსი დაწესდა COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

„გამარჯვებულები ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოეს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ