„ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შევიდეს

„ევროპული საქართველო" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოები, რათა ევროკავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები უნდა ჩატარდეს რათა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნაზე; ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„აღნიშნული ზომების შემოღება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დესტრუქციული მიდგომა აქვს ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება“, - განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა