გედევან ფოფხაძე -  უნდა გადავწყვიტოთ: გვინდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო თუ სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ელიტის საკუთრებაა

ყველამ ჩვენთვის უნდა გადავწყვიტოთ, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, ვის რა პოზიცია გვაქვს - გვინდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო თუ გვინდა სასამართლო, რომელიც არის პოლიტიკური ელიტის საკუთრება, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დატოვების თემაზე კომენტირებისას. ფოფხაძის განცხადებით, კომიტეტის წევრებს შინაარსობრივ ნაწილში კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირების უფლება წართმეული აქვთ.

„მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი დაწერა თავად მურუსიძე-ჩინჩალაძემ და ამათ უბრალოდ გამოიტანეს. მე რომ აზრი შემეცვალა პოზიტიური კუთხით, ეგებ ამაში ვენეციის კომისია დამხმარებოდა, რადგან იქ ხომ მხოლოდ კრიტიკული შენიშვნები არ იქნებოდა, რაღაც პოზიტიურიც ხომ იქნებოდა, თუმცა, ამის შანსიც წამერთვა და კომიტეტში დავრჩე განხილვებზე, სადაც თვითონაც არ აინტერესებთ არავისი აზრი, რადგან მიღებული აქვთ დავალება კანონპროექტი დროზე განიხილონ. კომიტეტის წევრებს შინაარსობრივ ნაწილში რაიმე კრიტიკულის დაფიქსირების უფლება წართმეული აქვთ. ახლა, თუ დღეს ამის უფლება მაქვს, ეს იმიტომ არის, რომ „ოცნების“ წევრი აღარ ვარ. ყველამ ჩვენთვის უნდა გადავწყვიტოთ, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, ვის რა პოზიცია გვაქვს - გვინდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო თუ გვინდა სასამართლო, რომელიც არის პოლიტიკური ელიტის საკუთრება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა