Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია დაიწყო

“თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ - ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Tbilisi Open Air-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას იღებენ: ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

„ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით,“ - ნათქვამია Tbilisi Open Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 აპრილიდან ფესტივალის სოციალური მედიის ექაუნთებზე ვიდეოები ყოველდღიურად განთავსდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, გააჩნია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა