ლევან იზორია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოზორიამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლევან იზორიას თქმით, ერთ-ერთი მედიასაშუალებს ეთერში გასული ინფორმაცია ქვეყნის, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხის შემცირებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ფაქტს უარყოფენ აშშ-ს საელჩოშიც.

"მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ კამპანიას,რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატო-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საერთაშორისო აღიარება , რომელსაც დღითი-დღე საქართველო და თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან.

მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შაბათს, „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ს სამხედრო გოგონას მიმართ,რაც არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მე ვთვლი , რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს. ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ, უსუსურად, მაგრამ ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი საუბრობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე მათ შორის, საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს.

პირადად მე და ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად , რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის დასავლეთში ინტეგრირება, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხაებების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით, ჭეშმარიტებით ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა