იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კანონპროექტის ნახევრად ცარიელ დარბაზში განხილვა კამათის მიზეზი გახდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კანონპროექტის ნახევრად ცარიელ დარბაზში განხილვა კამათის მიზეზი გახდა.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე შენიშვნებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები გამოთქვამდნენ და კითხვებსაც ისინი სვამდნენ. საკომიტეტო სხდომათა დარბაზში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხოლოდ სამი წევრი იმყოფებოდა, როცა ერთ-ერთმა მოწვეულმა სტუმარმა, ნოდარ რუხაძემ დასვა შეკითხვა, თუ რატომ არ იღებდნენ განხილვაში მონაწილეობას უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები.

„იმ მომსახურებაში, რაშიც ვიხდით ფულს, რატომ არ მონაწილეობენ დეპუტატები“, - დასვა კითხვა ნოდარ რუხაძემ.

მისი ამ რეპლიკიდან რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზში მამუკა მდინარაძე შევიდა, რომელმაც ნოდარ რუხაძეს მიუთითა, რომ ის „რუსთავი2“-ის თანამშრომელი იყო.

სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ იურიდიული კომიტეტის პარალელურად პარლამენტში სხვა სხდომებიც მიმდინარეობს და დეპუტატები სხვადასხვა შეხვედრებზე არიან გადანაწილებული.

ამ თემაზე კომიტეტის სხდომაზე მცირე კამათი გაიმართა.

მთავარი შენიშვნა, რაც არასამთავრობო სექტორს და მოწვეულ იურისტებს უმრავლესობის პროექტის მიმართ აქვთ არის, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა თავიდან ვერ იცილებს ინტერესთა კონფლიქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.

მათივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები არ არის სრულყოფილი და პრობლემას ქმნის ასევე ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს ფარული კენჭისყრით მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა