მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და რუმინეთს შორის პოლიტიკური დიალოგი, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრის გარეშე, შეუძლებელია ევროპული საზოგადოების უსაფრთხოებაზე საუბარი.

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

მივესალმებით ვაშინგტონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი პაკეტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო აქტიურ ჩართულობას და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პოლიტიკური დიალოგი, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა.

ბახტაძე რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. პრემიერმა თავის სიტყვაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნლეობასაც გაუსვა ხაზი.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა