ირაკლი კობახიძე - ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი ძლიერდება

ევროასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრავს.

მისი თქმით, პარლამენტის როლის ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ბერკეტის გამოყენებას კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით.

„ევროასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი ძლიერდება, რაც აისახება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით პარლამენტის როლის ზრდაში. კანონშემოქმედებითი კუთხით გამოვიყენებთ გაძლიერებულ ბერკეტებს, ასევე აქტიური ზედამხედველობა განხორციელდება შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი კომპონენტი, რასაც ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, არის საზოგადოების ჩართულობის ზრდა, ცნობიერების ამაღლება, რაზეც აქტიურად იმუშავებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა