ოთარ კახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე დაუქვემდებაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს

„ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე დაუქვემდებაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაუკარგა პერსპექტივა ქართულ საზოგადოებას, რომ 20-30 წლის მანძილზე მაინც მიიღოს დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მართლმსაჯულების სისტემა.

"ევროპული საქართველო ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებთან "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი "ქართულ ოცნებას" ამ განზრახვის სისრულეშ მოყვანაში. შალვა შავგულიძის ინიციატივით მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არამოსამრთლე წევრების გამოწვევას, რომლებიც კლანის წევრები არიან. ჩვენ ასევე ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობისთანავე ვიმუშავებთ ძალიან ინტენსიურად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ ეს ძალიან მძიმე ვითარება შეიცვალო",-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნების გზით სრულიად არაადეკვატური ხელისუფლების შეცვლა და შემდგომ მართლმსაჯულების რეალური რეფორმის დაწყება.

რაც შეხება ვენეციის დასკვნის მიმართ მოლოდინებს, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისი იქნება.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვისა და დისკუსიის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა