ანონსი 16 აპრილი

16 აპრილს, 09:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელები აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვდებიან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 აპრილს, 10:00 საათზე, დიღმის ტყე-პარკში, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩების კვეთაზე, ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო: ვალერი ქადაგიშვილი, 568 820 909

16 აპრილს, 10:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კონგრესმენი დევიდ პრაისი და კონგრესმენი ვერნ ბუჩმანი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

16 აპრილს, 10:30 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

16 აპრილს, 10:30 საათზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბზის ხმობა; სოკოებისგან განადგურებულიო კოლხური ბზა და გამკაცრებული კონტროლი ბზის ჭრაზე - გაფრთხილება მოსახლეობას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 აპრილს, 11.00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა - „ბურჯი ეროვნებისა“.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი.

16 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი და პარლამენტში განვითარებული მოვლენები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მოსამართლეებზე. „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia” კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

კვლევა შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის - ხორბლის გადაზიდვის პოლიტიკას, მოწოდების ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს და ჩრდილოვან ეკონომიკას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

მის: ლერმონტოვის ქ. N10

საკონტაქტო: მაია კაციტაძე 599808833; ლაშა ფარულავა 577148118

16 აპრილს, 11:00 საათზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის პროგრამის „კომპასის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ქავთარაძის ჩიხი 2

საქონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური 599 29-60-50

16 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი და პარლამენტში განვითარებული მოვლენები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მოსამართლეებზე. „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 აპრილს, 11:30 საათზე, სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტროის“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბაღების სკანდალური საქმე - სარეაბილიტაციო სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტში, გაყალბებული დოკუმენტები, ბიუჯეტში დაბრუნებული 130 000 ლარამდე და მიუხედავად თანხის არსებობისა, დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 აპრილს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

16 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.

საკონტაქტო: გიორგი მარჯანიშვილი - 555 430 046; ეკა ქობესაშვილი - 593 755 444

16 აპრილს, 12:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.

მის: კოსტავას ქუჩა №14, სასტუმრო „სტამბა“;

საკონტაქტო: მარიამ შენგელია, 577 77 77 33

16 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: ათონელის ქ. N 25. (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

16 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: 593 757-837; 579-696-465

16 აპრილს, 14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

16 აპრილს, 14:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

16 აპრილს, 15:00 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" შესასვლელთან (ლუბლიანას ქუჩის მხრიდან) „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, კარვების აქციასთან დაკავშირებულ აქცია-ბრიფინგს გამართავენ.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

16 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის #214 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ შუალედური პრეზენტაცია, რომელსაც თბილისის მერიის განათლების სამსახურისა და ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის“ ხელმძღვანელების გარდა დაესწრებიან თსუ-ს აკადემიური და სტუდენტური თვითმმართველობის წარმოამდგენლები. პროექტი ითვალისწინებს პრეზენტაციებს და მცირე ექსკურსიას თსუ-ს მატერიალურ ტექნიკური რესურსის გასაცნობად.

მის: ჭავჭავაძის I კორპუსი

საკონტაქტო პირი: მიშა დიაკონიძე - 577 55 15 05

16 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ , საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნასთან დაკავშირებით, მემორანდუმს ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორი მაია წერეთელი მოაწერენ.

16 აპრილს, 15:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

16 აპრილს, 15:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

16 აპრილს, 16:00 საათზე, თავისუფალ თეატრში, „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „ფინალის“ პრეზენტაცია და მინი სპექტაკლი გაიმართება.

16 აპრილს, 17:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება ხელოვნების სტუდიის „პალიტრა“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა ეძღვნება აღდგომის დღესასწაულს, დასწრება თავისუფალია.

მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

საკონტაქტო: ნათია გოგოუაძე - 595 30 05 19

16 აპრილს, 17:00 საათზე, აფხაზეთის მეომართა კავშირი და ვეტერან მეთაურთა საბჭო, აფხაზეთის მეომართა კავშირის ოფისში ერთობლივ სხდომას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N 89/24

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა