სოფიო ქაცარავა - ბულგარეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, ბულგარეთს ეწვევა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან და პრემიერ-მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან.

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო - ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურის სფეროებს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობას და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს.

ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

„ბულგარეთთან ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასეთი დონის ვიზიტები ხელს უწყობს და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ შორის არსებულ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან სფეროში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა