ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან

საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლები არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში, - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან, ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, ვიდრე ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ.

„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ქადაგიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა