ირაკლი კობახიძე - ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც აშშ-ს კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა

ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორინეტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაციის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ კავშირზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ პარლამენტის სახელით მოგესალმოთ საქართველოში, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისათვის. თქვენი ვიზიტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და შეგვიძლია დაბეჯითებით და სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა არასდროს ყოფილა ესეთ მაღალ დონეზე როგორიც არის დღეს. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმთავრესი საფუძველი არის დემოკრატიული განვითარება, რომლის მთავარი მხადაჭერი იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატები. ორპარტიული მხარდაჭერა რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორიენტირებული", -განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის სფეროებს რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ ახალ საფეხურზე გადავა თავისუფალი ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის.

„საქართველოსა და აშშს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ემყარება არამარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილურობით და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ თავისუფალი არჩევნები საერთაშორისო და საშინაო ორინეტაცისა და განვითარების მიმართულებით.

საქმიანი კავშირები სულ უფრო მყარდება, ამას განაპირობებს, როგორც ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე ჩვენი პარლამენტების წევრებს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა. მადლობას გიხდით აღმოჩენილი პოლიტიკური სამხედრო და ფინანსური მიმართულებით ახალი ინიციატივებისათვის. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუცია, დოკუმენტები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არამარტო ორმხრივ ურთირთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ შევძლებთ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეგვიქმენის.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩამობრძანებისთვის, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღმავდება", - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა