კახა კალაძე - მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ

„მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ტაქსის მძღოლების განცხადებას, რომ ისინი პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან.

„ტაქსის მძღოლების განცხადება მოვისმინე და მივესალმები, რომ ისინი გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, მისი გადადება ვერ მოხდება, ეს ტაქსის მძღოლებს ავუხსენით. მათი მოთხოვნა ასევე არის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები დაშვებული იყოს „ბ“ კატეგორიაში, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება, ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა