ომბუდსმენი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - გარკვეული დროის გასვლის შემდგომ თუ არ გვექნება პასუხები, შემდგომ უნდა იმსჯელოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე სახალხო დამცველი ვერ ხედავს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გონივრულ ვადაში გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა მიმდინარე გამოძიება და როდის დასრულდება ის. ხოლო თუკი არსებობს გარემოება, რის გამოც ვერ ხდება საქმის გამოძიება, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებითაც უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურატურა გონივრულ ვადებში ვერ მოახერხებს შესაბამისი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და ამავდროულად, თუ გონივრულ ვადებში ვერ მოხდება საქმის გამოძიება, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა შემდგომ უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო ფუნქციის შექმნაზე, მათ შორის, დროებით საგამოძიებო კომისიაზე.

„ამ საკითხზე 2018 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში დეტალურად ვისაუბრე და კონკრეტული რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გენერალურმა პროკურორმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება, როდის ფიქრობენ გამოძიების დასრულებას და თუ ვერ სრულდება გამოძიება, რა არის ამის მიზეზი. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ თუ არ გვექნება პასუხები, ვფიქრობ, ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს პარლამენტმა ალტერნატიული საზედამხედველო ფუნქციის, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა