მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ქართულ ენაზე პირველად შესრულდა ღვთისმსახურება

მინსკში, ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვთისმსახურება შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელმაც ქართველ მრევლს მხარდაჭერა აღუთქვა, ტაძარში სამომავლოდ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვების შესრულებასთან დაკავშირებით.

,,მინსკში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.

ასევე, წირვას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს დიდი წარმომადგენლები“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა