თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტმა შესაძლოა, მიმდინარე კვირას განიხილოს

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტმა შესაძლოა, მიმდინარე სასესიო კვირას განიხილოს.

შესაბამისი წინადადება ბიუროს სხდომაზე ინიციატორი ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დააყენა.

“შეგვიძლია ეს ინიციატივა გავიზიაროთ და კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმოთ, ამ კვირაში როდის განვიხილოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიაძემ რომან გოცირიძის პასუხად.

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში სულ ბოლო - 93-ე საკითხად არის შეტანილი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. შესაბამისი დადგენილების პროექტი ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა.

დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს.

საკითხის განხილვის მოთხოვნით პარლამენტში მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა