ნინო ბურჯანაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე - განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლი იწვოდა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარიზში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნინო ბურჯანაძე ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ყველა შედევრი აღდგება.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. სულისშემძვრელი სანახავი იყო თუ როგორ ლოცულობდა ფრანგი ხალხი ტაძრის გადასარჩენად. სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს, რომლებიც მართლა დიდი განსაცდელის წინაშე დგანან. ძნელია, გულგრილი დარჩე მომხდარის მიმართ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის და მსოფლიო კულტურის შეუფასებელი განძი და სრულიად ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო. ხანძრის ყურებისას, განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ყველა შედევრი და რელიქვია, უნიკალური ქანდაკებები და კარიბჭე გადარჩება და თავის სიდიადეს შეინარჩუნებს“, - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება