“ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტის ეზოში ტაძრის აშენების ინიციატივით გამოდის

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის ეზოში ტაძრის აშენების ინიციატივით გამოდის.

შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“ამ ადგილას, სადაც დღეს ვიმყოფებით, მართლმადიდებლური ტაძარი იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია. ტაძრის ნანგრევებზე ვერავინ და ვერაფერი ხარობს. ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის ეზოს ტერიტორიაზე ყველამ ერთად ავაშენოთ ტაძარი და გადავდგათ ნაბიჯები საერთო სახალხო ერთიანობის მისაღწევად“, - განაცხადა ერქვანიამ პარლამენტის სხდომაზე.

სესიაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ - იმედის დღე განისაზღვრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა