ბათუმში კონცერტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ჩატარდება

17 აპრილს, ბათუმში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, საღამოზე, რომლის სახელწოდებაცაა „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებაზე ასევე იგეგმება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ბერმუხა“ და „ელესა“. ბათუმამდე აღნიშნული კონცერტი 15 აპრილს, თბილისში, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა.

„ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლის ხნოვანებისაა.

პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების მიერ საუკუნენახევრის განმავლობაში დიდი სიყვარულით შემონახული უნიკალური სასიმღერო და საცეკვაო კულტურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა