იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, ფეისალ ალ-ფაიეზი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, სოფელ დიდ ხურვალეთს ეწვია.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად გაყოფილ საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციამ 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიელი პარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა