ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმოიხილეს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედება და ქმედების შემადგენლობა.

ამასთან, მირიან მეგრელიშვილის თქმით, დასრულებულია მტკიცებულების გამოკვლევა. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე დ.ღ-ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს ადეკვატური სასჯელის დანიშვნით. როგორც ასე, სასჯელის კონკრეტულ ზომას და სახეს ბრალდების მხარე არ ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს. მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განკუთვნილი რეგულაციები“, - განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

პროკურორის თქმით, შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით შესაძლოა, დაცვის მხარე წარსდგეს.

შეგახსენებთ, ბრალდებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 15 იანვარს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა