სალომე ზურაბიშვილი - დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი

დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში საქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი. ეს არის ახალი ეტაპი და ახალი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენი შეხვედრა მიეძღვნა სწორედ ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მაღალ დონეზე აიწიოს. ამისთვის ხვალ იმართება ბიზნეს-ფორუმი. გაზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და არა მხოლოდ ტურიზმის დარგში, არამედ ბევრი სხვა, თუნდაც ტექნოლოგიური მიმართულებით. ამ კუთხით კვიპროსს შეუძლია საქართველოს დახმარება გაუწიოს და გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია კვიპროსს, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი