ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი ურჩხულივითაა გადაფარებული ამ ქვეყანას, მის გამო ხალხი სახიჩრდება, შენობიდან ვარდება

ბიძინა ივანიშვილი ურჩხულივითაა გადაფარებული ამ ქვეყანას და მის გამო ხალხი სახიჩრდება, ვარდება შენობიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა 16 აპრილს, თბილისში, "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე სამი მუშის ჩამოვარდნის ფაქტს.

მისი თქმით, აღნიშნული სამშენებლო ობიექტი შრომის ინსპექციას რომც შეემოწმებინა, დარღვევების შესახებ ზოგიერთი მიზეზის გამო ხმამაღლა ვერ ისაუბრებდა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომ სინდისი ჰქონოდა არაერთი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, როცა მშნებლობებიდან მუშები ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ, თავის სამშენებლო ობიექტზე დაიბარებდა მშნებლობის ხელმძღვანელს და იკითხავდა არის, თუ არა ჩვენთან დაცული სამშენებლო ნორმები. აღმოაჩენდა, რომ ნორმები დაცული არ არის და რაღაც ზომები უნდა მიეღო, მაგრამ ივანიშვილს არ აინტერესებს ხალხის სიცოცხლე, სამშენებლო ნორმები დაცულია თუ არა და არხეინად დაათრევს ხეებს. უხარია, რომ შუშის სიმახინჯეებს აშენებს და ამით ამახინჯებს ქალაქს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა