ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "პანორამა თბილისი" მერიის საზედამხედველო სფეროში არ არის

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "პანორამა თბილისი" მერიის საზედამხედველო სფეროში არ არის. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი მასშტაბურია, ის მე-5 კატეგორიაშია გაყვანილი. შესაბამისად, ხმალაძის თქმით, სამშენებლო ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„კანონმდებლობა განსაზღვრავს, რა არის მეხუთე კლასი და რა არის მეოთხე კლასი, მისი ფუნქციური დანიშნულებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, რადგან მასშტაბურია ობიექტი, ამიტომ გაყვანილი იყო მეხუთე კატეგორიაში, რომლის მშენებლობის ნებართვასაც და სამშენებლო ზედამხედველობასაც ახორციელებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი მერიის საზედამხედველო არ არის,“ - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა