სასამართლო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავას განიხილავს, რომელიც ქონების გაყოფას ეხება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავას, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავენ.

როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, საუბარია 3 ავტომობილზე, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომობილები თანაქორწინების პერიოდში არ არის შეძენილი და ეს ქონება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის.

"ამჯერად ქალბატონი ანა ითხოვს იმ ქონების გაყოფას, რომელიც მისი მტკიცებით, თითქოს, თანაცხოვრების დროსაა შეძენილი. თუმცა, მხარეები 2012 წლიდან ერთად არ ცხოვრობენ, მათი თანაცხოვრება ჯერ კიდევ ესპანეთში შეწყდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, 2013 წლოდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. შესაბამისად, მთელი ის ქონება, რომელიც ბატონმა დავითმა 2013-2014 წლიდან შეიძინა და ის ქონება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე დაობს, გაყოფას არ ექვემდებარება, რადგან ის არ წარმოადგენს თანასაკუთრებას. ერთი, ჩამოწერილი ავტომობილია "მერსედეს ჯიელი", რომელიც განადგურებულია და ის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, ავტოკატასტროფაში დაიმტვრა და ჯართში გადააგდეს. დანარჩენი ორი ავტომობილი მოქმედია - "ბმვ იქს 5" და "პორშე კაიენი". ეს ბატონი დავითის საკუთრება გახლავთ. ამას გარდა, ქალბატონ ანას საქორწინო კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი, რომლითაც ბატონ დავითთან მიმართებაში ყველა ქონებრივ მოთხოვნაზე აქვს უარი ნათქვამი. გარდა ამისა, მხარეები სამოქალაქო რეესტრში 2016 წელს განქორწინდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ქონებრივი დავა არ ყოფილა, რადგან რეესტრი მათ არ განაქორწინებდა და სასამართლოში გაუშვებდა. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების შემდეგ შეძენელი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. მოწინააღმდეგე მხარეს ეს გათვლილი არ ჰქონდა, ჩვენ 2008 წლის პრეცედენტი მოვიძიეთ და სასამართლოში წარვადგინეთ", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის კიდევ ერთი სამოქალაქო დავის განხილვაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა, თბილისის საქალქო სასამართლომ გასულ კვირას განუხილველად დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა