ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას - პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტსთქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით... ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია ცოტა ახლოს მოვიდე“, - მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

ეკა ბესელიას განცხადების პარალელურად, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა დამოუკიდებელი დეპუტატისთვის და ეკა ბესელიას მიმართა.

„გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ სიტყვა თინა ბოკუჩავას გადასცა, რა დროსაც ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.

ეკა ბესელიამ კობახიძეს „წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდა და ჰკითხა, ხომ არ შეეშინდა, კობახიძემ კი მანდატურის სამსახურს სთხოვა დახმარება, ხოლო ბესელიას მიუგო, რომ შიში მისკენ მოეკითხა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა