ეკა ბესელია კობახიძეს - ხომ არ შეგეშინდა? -  სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი!

ხომ არ შეგეშინდა? - ასე მიმართა უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „შენობით მიმართვის“ გამო, მას მიკროფონი გამოურთო.

მას შემდეგ, რაც ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარის მითითების შედეგად მიკროფონი გაეთიშა, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა და მიმართა: "სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი". მანამდე ეკა ბესელიამ კობახიძეს ასე მიმართა- „ხომ არ შეგეშინდა?“,- რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“.

ამასთან, კობახიძემ მანდატურის სამსახურს სთხოვა, მიემართათ ეკა ბესელიასთვის, რომ დაიცვას ეთიკა.

შეგახსენებთ, ბესელია პლენარულ სხდომაზე კობახიძისთვის აპირებდა ეკითხა, როდის მოხდებოდა ბიუროს სხდომის დღის წესრიგში მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შეტანა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, ბესელიას მიკროფონი გამოურთო და განმარტა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, ბესელიას კი სიტყვას მას შემდეგ მისცემს, რაც შეცდომას გამოასწორებს“.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა