“ფორბს საქართველოს” თანახმად, ჰიპერმარკეტი „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია

Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ 100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები.

ჰიპერმარკეტი „გორგია “ (შპს “ბი ემ სი გორგია”) საერთო სიაში 38-ე ადგილზეა, ხოლო სამშენებლო - სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში უპირობო ლიდერია.

როგორც კომპანია „გორგიაში“ განგვიმარტეს, მათი წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი და საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფით და ზოგადად კომპანიის განვითარებაზე მუ დ მივი ზრუნვით:

„„გორგია“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვმუშაობთ ჰიპერმარკეტის განვითარებაზე, სერვისის სრულყოფაზე და მომხმარებელის კმაყოფილების ამაღლებაზე, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს 50000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად“.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა