გიორგი მშვენიერაძე - კობახიძემ პირობა მოგვცა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა და ემთხვევა ჩვენს ხედვებს, გათვალისწინებული იქნება

დღევანდელ შეხვედრაზე თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იყო ვენეციის კომისიის მიერ და რომელიც ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს, გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას გაირკვა, რომ რეკომენდაციებიდან გათვალისწინებული იქნება გამოცდების გაუქმების, ასევე ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

„მივიღეთ პირობა, რომ მოსამართლეთა 18-კაციანი სიის წარდგენა საბჭოში საბოლოოდ დასამტკიცებლად დაეფუძნება მათ შეფასებას, ქულების სისტემას. მივიღეთ დაპირება, რომ კანონით განისაზღვრება დეტალური ჩამონათვალი იმ ინფორმაციის, რომლის გამოთხოვის უფლება და კომპეტენცია ექნება საბჭოს და ეს ინფორმაცია, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გარდა, იქნება ღია და საჯარო, როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტის წევრებისთვის. ერთადერთ პრობლემურ საკითხად დარჩა, რომ პარლამენტი არ თანხმდება გადაწყვეტილების დასაბუთებას თუ რატომ ხდება კონკრეტული ადამიანის ნომინირება პარლამეტში. ეს პრინციპული საკითხი იყო ჩვენთვის, თუმცა ითქვა, რომ გარკვეული წერილი წარუძღვება კანდიდატის წარდგენას, სადაც წარდგენილი იქნება კანდიდატის ძირითადი დახასიათება. გარდა ამისა, დარჩა საკითხები, მათ შორის ჩვენს სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ რამდენად ობიექტურად იქნება შესაძლებელი 18-ვე მოსამართლის პირველივე ეტაპზე შერჩევა, შემდეგ მათ ნომინირება და პარლამენტის მიერ დამტკიცება. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ცვლილებები რომ ფაქტობრივად სასამართლო კომპოზიციას რადიკალურად ცვლი, აჩენს განცდას ხომ არ იქნებიან ეს მოსამართლეები ხელისუფლების იდეური მოკავშირეები?! ასეთი გამოცდილებები სხვა ქვეყენებში არსებობს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა