თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გორში მშენებარე კორპუსები დაათვალიერა

თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმება.

დღეს ბინების მშენებლობის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო, ტერიტორია დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო.

ქალაქ გორში 5 ერთეული 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საცხოვრებელი ბინების ჩაბარებამდე გალამაზდება გარე პერიმეტრი, მოეწყობა პარკირება, ყველა კორპუსთან იქნება პანდუსები, დაიგება და მოპირკეთდება კორპუსებამდე მისასვლელი გზაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. დღემდე ბინით დაკმაყოფილდა 1724 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც 2007 წელს წარმოეშვა კიდევ 672 პირთან აქვს.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2020 წელს სრულად დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო