ეკა ბესელია - პროცესი ჩიხშია შესული - ეს იმიტომ ხდება, რომ პარლამენტში ადამიანები უადგილო ადგილას მოხვდნენ

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში მისი მეორე მოსმენით განხილვისას პრინციპული და არსობრივი ხასიათის შესწორებები შევა, ამით დაირღვევა პროცედურა და კანონი.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობამ საკუთარი პროექტი ან უნდა ჩააგდოს ან უკან გაიწვიოს და მხარი 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭიროს, რადგან მასში ყველა ის საკითხია ასახული, რასაც ვენეციის კომისია პარლამენტს სთავაზობს.

ბესელიას შეფასებით, პროცესი ჩიხშია შესული და ეს ვითარება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შექმნა.

“ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პარლამენტში ადამიანები უადგილო ადგილას მოხვდნენ“, - დასძინა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა