სოფიო ხორგუანი მთაწმინდელების პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე უწყებას მიმართავს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი, მთაწმინდელებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, მათ პრობლემებს ეცნობა და მის მოგვარებას ცდილობს.

„თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩის 5/1-ში მცხოვრები ზაურბეგ და ნათელა გოზაევები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მენკალისში, ე.წ. ოსების დასახლებაში, 1983 წელს შეძენილი სახლიდან, 1990-1991 წლებში, იძულებით გამოასახლეს. სახლი, გაყიდვის მიზნით, ვინმე საბანაძემ შეიძინა, გაყიდვა ვერ მოახერხა და 2000 აშშ დოლარად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადასცა. სამინისტრომ ამ სახლში შეასახლა ადამიანი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში სახლის განკარგვა ეკრძალება.

მოქმედი კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსის 187- ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. სამართლებრივ სახელმწიფოში საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს.

ეს ოჯახი დააშინეს, დაჩაგრეს, საკუთრება წაართვეს. ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და არც ერთ საჯარო მოხელეს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, არავითარი პოზიტიური გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია, რომ ამ ადამიანებისთვის ზიანი შეემსუბუქებინათ, რაიმე ალტერნატივა შეეთავაზებინათ“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

სოფიო ხორგუანს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უნდა უვლიდეს და თხოვნით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ ინიციატივები გოზაევების შელახული უფლებების აღსადგენად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა