„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით კონფერენცია-რეფორმები ენერგეტიკის სფეროში გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები.

მათივე ცნობით, ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ "საქართველოს ბანკი" გასცემს 15 წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე.

"გვსურდა ღიად გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ ცვლილებები, მათი მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე. როგორია განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, "საქართველოს ბანკი" გასცემს 15 წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, საშეღავათო პირობებით (მშენებლობის პერიოდს + 6 თვე). ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელს არ სთხოვს ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, „გალტ & თაგარტმა“ იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. სწორედ შედეგების პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც მოხდებოდა კვლევაში ასახული პრობლემატიკისა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების განხილვა.

„გალტ & თაგარტის“ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არის განხილული დარგის საკვანძო საკითხები - ელექტროენერგიის მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერპსექტივები. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორცილებით საქართველო შეძლებს არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა