კვიპროსის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - კვიპროსი იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი და ისტორიული ვიზიტია საქართველოში.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ხალხთაშორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, როგორც მყარ საფუძველს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა, რომ კვიპროსი მზად არის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და იყოს საქართველოს სანდო ელჩი ევროკავშირში. პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრინციპული პოზიციისთვის კვიპროსის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე ისაუბრა კვიპროსში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კვიპროსის მხრიდან ქართული დიასპორისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. ამასთან, კვიპროსის მხარისადმი გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება სამონასტროდ, უსასყიდლოდ, სრულ მფლობელობაში გადმოცემული მიწის ნაკვეთის გამო.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მაღალ მნიშვნელობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა