ანონსი 18 აპრილი

18 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი დაგეგმილია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებში.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

საკონტაქტო: თამარ დემეტრაშვილი, 5 93 62 94 96

18 აპრილს, 10:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეკლესიის წინ) ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო: ვალერი ქადაგიშვილი 568 820 909

18 აპრილს, 11:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას: „მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემა საქართველოში“.

მის.: Radisson-ის დარბაზი ''რესპუბლიკა'', პირველი რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს მოპირდაპირე მხარეს.

საკონტაქტო : რევაზ ბარამიძე 598 89 00 21, მერი მახარაშვილი 599 500 137

18 აპრილს, 11:00 საათზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია ბრიფინგს გამართავს.

მის: ფალიაშვილის 13.

18 აპრილს, 11:00 საათზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს და ახალ მტკიცებულებას, ვიდეოჩანაწერს წარმოადგენს, რომელიც სამეფო ოჯახის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

18 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ზესტაფონის მერობის კანდიდატი, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: მერის რიგგარეშე არჩევნები ზესტაფონში

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 აპრილს, 11:30 საათზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სამეფო ოჯახის ქონებრივი დავა და პასუხი დედოფლის ადვოკატს ახალ მტკიცებულებაზე.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

18 აპრილს, 11:30 „2020NEWS“-ის პრესკლუბში, „მორაგბეთა ასოციაციასა“ და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციას (სიფა) შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მორაგბეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლექსო იორდანიშვილი და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა) პრეზიდენტი ზვიად კორძაძე.

მის: პეკინის #34, ბიზნესცენტრი საბურთალო, მესამე სართული.

საკონტაქტო: 514 33 49 49

18 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

18 აპრილს, 12:00 საათზე, ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ვენეციის კომისიის დასკვნა.

მის: აბულაძის 8. პარტიის ოფისი

18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროფკავშირის მისამართით აგორებულ შავი პიარი“

მის: ვაჟა-ფშაველას 1 შესახვევი, 1/43.

საკონტაქტო: ამირან ზენაიშვილი 599458989

18 აპრილს,13:00 საათზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზთან.

18 აპრილს, 14:30 საათზე, მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრების და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა გაიმართება.

მის: ზუბალაშვილების N32

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია: 5 99 43 43 08

18 აპრილს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

18 აპრილს, 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება: „თავის ტვინის ინსულტი და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.

მის: პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სამი მოქალაქისთვის პიროვნული შეუთავსებლობის, ხოლო ერთ მათგანისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, თანამდებობების დაკავებაზე უარის თქმის საქმეზე სხდომას განაახლებს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: 599 291202

18 აპრილს, 16:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი, ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

მის.: ლეო ქიაჩელის ქუჩა №12

საკონტაქტო: ირმა ბერიშვილი 595577501

18 აპრილს, 17:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტაკში“

მის: პარლამენტი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო