თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი

პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. რვა მოსამართლე რჩება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. რაღაც რაოდენობის მოსამართლეებით აუცილებლად დასაკომპლექტებელია უზენაესი სასამართლო და ეს დროულად გასაკეთებელია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისი მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელია, რომ უზენაეს სასამართლოში გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები შემდეგი მოწვევის პარლამენტს გადაეცეს, რომ არ იყოს ზედმეტი წუხილი საზოგადოებაში.

„მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და არც სხვებისგან ველოდები დიდი პრობლემის დანახვას ამ კუთხით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა