უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - რუსეთი ტერორიზმის გამავრცელებელ სახელმწიფოდ უნდა გამოვაცხადოთ

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) და რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო ტერორისტულ ორგანიზაციებად უნდა გამოცხადდნენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

„ФСБ და რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო ტერორისტულ ორგანიზაციებად უნდა ვაღიაროთ, ხოლო რუსეთი კი, როგორც სახელმწიფო, რომელიც ტერორიზმს ავრცელებს“, - განაცხადა ტურჩინოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნული ინიციატივა იმით ახსნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსეთიდან უკრაინაში ჩასული პირები დააკავეს, რომლებიც უკრაინაში დივერსიის მომზადებას აპირებდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა