ოთარ კახიძე პარლამენტს სთავაზობს, კითხვების მოსახსნელად, კანონპროექტში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მოსამართლეობის კანდიდატს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა საკვალიფიკაციო გამოცდა არ უნდა ჩააბაროს, მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს უტოვებს დისკრეციას, თავად გადაწყვიტოს, მოსთხოვოს თუ არა კანდიდატს გამოცდის ჩაბარება.

ამის შესახებ ოთახ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კახიძე დაინტერესდა, რატომ არ მოხდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მათ შორის იმ რეკომენდაციის, რომლის მიხედვითაც, ამ მოწვევის პარლამენტმა არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს ყველა წევრი.

„ბატონო ანრი, სანამ მთავარ კითხვაზე გადავიდოდე, თქვენ როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დადეთ თუ არა პირობა, რომ კანონპროექტის მეორედ განხილვამდე დაელოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას და დადეთ თუ არა პირობა, რომ გაითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს? თუ ეს პირობა დადეთ, მაშინ შეგეშალათ, შემდგომ გადაიფიქრეთ, თუ რატომ არ არის პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები? კერძოდ, მხედველობაში მაქვს რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ აირჩიოს ყველა წევრი და კონკრეტული ფორმულირება გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ითვალისწინებს დასაბუთებულობის ნაწილს, ღია კენჭისყრის ნაწილს, ეს თემა რატომ არ გაითვალისწინეთ? - მიმართა ანრი ოხანაშვილს ოთარ კახიძემ.

კახიძე პარლამენტს სთავაზობს, კანონპროექტში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ კანდიდატს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს, რაც მისივე შეფასებით, კითხვებს მოხსნის.

„თქვენ ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც OSCE ODHR-მა გითხრათ, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან უნდა გათავისუფლდეს და ეს არ უნდა იყოს მოთხოვნადი საკვალიფიკაციო პირობა. მაგრამ თქვენ გვთავაზობთ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-7 პუნქცის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატი წარადგინოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია და არ გვთავაზობთ იმ ჩანაწერს, რომელიც არის მოთხოვნილი ჩვენი პარტნიორების, ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ეს გამოცდა მოხსნილი იყოს. ამიტომ ფორმულირებას გთავაზობთ, რომ ამ საკვალიფიკციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ასეთი ჩანაწერი მოხსნის კითხვას და არ დაუტოვებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრეციას, თავად გადაწყვიტოს მოთხოვოს თუ არა კანდიდატს გამოცდა“, - განაცხადა კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა