ქუთაისი ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართება

19 აპრილს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ხელოვანთა კავშირი „კონცეპტArt“ საზოგადოებას ცხრა საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტზე იწვევს.

პროექტი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, პიანისტის ახალი ალბომის Pregnancy Music პრეზენტაციასაც მოიცავს.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ექნება მოუსმინოს ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს.

პროექტის მასპინძელია სასტუმრო „ბაგრატი“, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები არიან „სინერჯი“ და კომპანია „ჯორჯიან ეირვეისი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო