უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ და კომპანია „ოთი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ და საინვესტიციო კომპანია ეგვიპტიდან „ოთი“ 18 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშვილო წყვილების დახმარების ფონდიდან „შენთვის“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ინვესტიცია უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართული დემოგრაფიული პროექტის პარტნიორი არაქართული კომპანია ხდება, ეგვიპტური კომპანია მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტში ფინანსური დონაციის კუთხით ქართველი უშვილო ოჯახებისთვის რეპროდუქციული პროცედურების დასაფინანსებლად. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „ოთი“ ფონდის წევრი-პარტნიორი ხდება და ყოველთვიურად საწევრო გადასახადს შემოიტანს ფონდში, რაც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შეძენას და რეპროდუქციული პროცედურების დაფინანსებას მოხმარდება.

„საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევდივართ. საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემცირება 2050 წლისთვის ემუქრება. საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით, 1 170 000 ადამიანამდე მცირდება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. ეს სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს.

დემოგრაფიული პროგრამის მხარდასაჭერად უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ 7 თვის წინ დაფუძნდა ექიმ-ემბრიოლოგის, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ-ვიტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო მუსერიძის ინიციატივით, ფონდი აფინანსებს რეპროდუქციულ პროცედურებს დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი უშვილო ოჯახებისთვის, 7 თვის განმავლობაში რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის უფასო კონსულტაცია გაეწია 400-მდე წყვილს, აქედან 48 პაციენტი მრავალწლიანი უშვილობის ფონზე უსახსრობის გამო პირველად იყო რეპროდუქტოლოგთან ვიზიტზე. დაკმაყოფილდა 35 დაფინანსების მაძიებელი, აქედან, ამ დროისთვის, 9 დადასტურებული ორსულობაა. 12 პაციენტი კი დაფინანსების მოლოდინშია“, - ნათქვამია ფონდ „შენთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ და საინვესტიციო კომპანია ეგვიპტიდან „ოთი“ მემორანდუმს 18 აპრილს, 18:00 საათზე გააფორმებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა