ზურაბ ჭიაბერაშვილი გიორგი ქობულიას გადადგომაზე -  ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი

ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ბუნებრივია, იღებს ბიძინა ივანიშვილი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ბახტაძე იქნება, კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ნომინალური პირია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქობულია ოდიოზური მინისტრი იყო, თუმცა ეს ყველაფერი ივანიშვილის მთავრობის სტილიდანაა გამომდინარე.

"ბატონმა ქობულიამ ძალიან ოდიოზური და უცნაური განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი, რომ თითქოს საქართველოში ადამიანებს ეჩვენებათ , რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის. ამასთან, ქობულია არ ყოფილა ორიგინალური და პირდაპირ იმეორებდა იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვიმეორებს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ნობელის პრემიის ლაურეატებიც რომ ჩამოიყვანონ და დასვან ეკონომიკის ან ნებისმიერი სხვა უწყების მინისტრად, შეუძლებელია ისინი იყვნენ წარმატებული, რადგან თვითონ ივანიშვილის მთავრობა, მართვის სტილიდან გამომდინარე, შეუძლებელია იყოს წარმატებული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს