საქართველოს ეროვნული  ბანკისა და მსოფლიო  ბანკის  ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის მონაწილეებისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

„სამუშაო შეხვედრის დასაწყისში ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ, აღნიშნა, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო და საპენსიო ფონდების საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა და, ასევე, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი სპეციალიზებული დეპოზიტარის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას,“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შეხვედრას უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსულტანტი, გაეტონ პარჩლინიაკი (Gaëtan Parchliniak), საერთაშორისო კომპანიის "State-Street" ვიცე-პრეზიდენტი, საიმონ ფირბენქი (Simon Firbank), ასევე, ამავე კომპანიის მმართველი დირექტორი, რუდი გადენსი (Rudy Gadenz).

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სპეციალიზებული დეპოზიტარის ბიზნეს მოდელი, ევროკავშირის მარეგულირებელი სტანდარტები ლიცენზირებასთან მიმართებაში, დეპოზიტარის როლი საპენსიო და საინვესტიციო ფონდების საქმიანობაში და საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვა საკითხები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა