რომან კაკულია - შეიძლება გიორგი ქობულიასა და პრემიერს შორის წარმოიშვა უთანხმოება ისეთ საკითხებზე, რომელზეც იმედია,  ხვალ თვითონ ისაუბრებს

"ძალიან მომწონს ქართულ პოლიტიკაში გამონათქვამი - არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. დაველოდოთ ბატონ ქობულიას განცხადებას, -ასე ეხმიანება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა მე არ მივიჩნევ, რომ ის ცუდი მინისტრი იყო. შეიძლება მასსა და პრემიერს შორის წარმოიშვა უთანხმოება ისეთ საკითხებზე, რომელზეც იმედია, ხვალ თვითონ ისაუბრებს. ჩემთვის დაპირისპირების შესახებ ცნობილი არ არის",-განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. კაკულია ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მის მიმართ კრიტიკულად არ არის განწყობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა