ლევან კობერიძე - მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია,  საპარლამენტო რესპუბლიკაში საკითხი   გუნდში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს -  ეს  კითხვა მექნებოდა პრემიერთან

მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია საპარლამენტო რესპუბლიკაში, საკითხი შიდა გუნდში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს - ეს კითხვა მექნებოდა პრემიერთან,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

„შეფასებას გავაკეთებ თვითონ ამ ფაქტთან, ჟრიამულით ატეხილ გაუგებრობასთან დაკავშირებით -მოხსნეს თუ დანიშნეს. ეკონომიკის კომიტეტში ვარ და კომიტეტში არაფერი გვსმენია საერთოდ ვინმეს თუ ხსნიდნენ ან ნიშნავდნენ. ეს ჩვენი მინუსი თუ არის, არ ვიცი, მაგრამ მგონი ვცდილობთ კარგად ვიმუშაოთ. მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია, რომ მოხსნა და დანიშვნაც საპარლამენტი რესპუბლიკში შიდა გუნდში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს-ეს კითხვა მექნებოდა პრემიერ-მინისტრთან",-განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, გიორგი ქობულიას მუშაობას უარყოფითად ვერ შეაფასებს, თუმცა მისი თქმით მინისტრს ეკონომიკის კომიტეტთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა.

„რაც შეეხება იმას, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის კომიტეტს ყოფილ მინისტრთან- ეს შემიძლია დავადასტურო, თუმცა რა იყო მისი წასვლის მიზეზი, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს“, - აცხადებს კობერიძე.

დღეს გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ნათია თურნავა დაინიშნა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ